ცხოველები

                                                          მურა დათვი

მურა დათვი (Ursus arctos), მტაცებელიძუძუმწოვარიდათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.

Brown bear.jpg


                                                          თეთრი დათვი

თეთრი დათვი (ლათ. Ursus maritimus - ზღვის დათვი) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია თეთრი (მოყვითალო), ხშირი, გრძელი ბალნით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზსფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს. ზამთრის ძილს არ ეძლევა. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1-2, იშვიათად 3 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა (მამალი უფრო გვიან). თეთრი დათვის ტყავს იყენებენ ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოოექსპორტის ძვირფასი ობიექტია. მასზე ნადირობა ზოგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი - შეზღუდული.
ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდეგრენლანდიამდენორვეგიამდეკანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.
თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.
თეთრი დათვის ხშირი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ.-ის ფართობსაც აღწევს.
თეთრი დათვების ძირითად საკვებს სელაპები წარმოადგენენ. მათზე ნადირობისას ისინი ყინულის ქვევიდან უსაფრდებიან მსხვერპლს, ცურვით მისდევენ მათ და უეცრად „ამოხტებიან“ ყინულიდან.
ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.


Ursus maritinus.jpg


                                                               მგელი
მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი,ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონიცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

Scandinavian grey wolf Canis lupus .jpg


                                     ლომი
ლომი (Panthera leo) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისპანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.

Male Lion on Rock.jpg



                                                           ვეფხვი
ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისპანტერათა გვარის წარმომადგენელი.  ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.


                                                                     ტურა
ტურა(Canis aureus) – ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახიდან. აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს. ბეწვი უხეშია, მოწითალო-რუხი. ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი, ზაფხულობით უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.გავრცელება: სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ტურა ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში, რადგანაც სოროს თხრა ეზარება თვითონ თხრის პატარა სოროს, ან იკავებს სხვა ცხოველების სოროს.ტურა იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით: ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველით,ბაყაყი, ლოკოკინა, მწერები, ჭამს ლეშსაც, იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც, მას ტკბილი ხილი უყვარს, მაგალითად ყურძენი, საზამთრო, ნესვი და სხვა. ის სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს, ის მავნებლობით მელასაც  აჭარბებს, შეუძლია საქათმესა და ბეღელში მოხერხებულად შღწევა.ტურა ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველია, მას შეუძლია ნახტომით ჰაერში მიწვდეს ფრენილ ფრინველს, განსაკუთრებით ანადგურებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს. ის ძალიან ფრთხილია, ნადირობისასა ხშირად ამოწმებს გარემოს საფრთხის შიშით, სადაც მსხვილი მტაცებლები ნადირობენ ტურები მათ კვალს მისდევენ, რომ მათი ნადავლის ნარჩენები მიირთვას.ტურა ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველია, მას შეუძლია ნახტომით ჰაერში მიწვდეს ფრენილ ფრინველს, განსაკუთრებით ანადგურებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს. ის ძალიან ფრთხილია, ნადირობისასა ხშირად ამოწმებს გარემოს საფრთხის შიშით, სადაც მსხვილი მტაცებლები ნადირობენ ტურები მათ კვალს მისდევენ, რომ მათი ნადავლის ნარჩენები მიირთვას.ტურისთვის დამახასიათებელია ხმამაღალი ყმუილი -"კივილი". ისინი ყმუიან ნადირობის წინ, სირბილის დროსაც, რაიმე ხმამაღალ ხმაურს აყვებიან ყმუილით. არ კივიან წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში, მოწმენდილ მთვარიან ღამეებში კი განსაკუთრებით ყმუიან. ის არის ცოფისა და სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი. ბეწვი მდარე ხარისხისაა. ტურას უგებენ 4 ან 5 ნომერ ხაფანგს. თოფით მოპოვებისთვის საჭიროა 1ნომერი საფანტი.






                                            ჯიქი
ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისპანტერათა გვარის წარმომადგენელი . სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ

Leopard africa.jpg



                                             პანდა

 
პანდა (Ailurus fulgens), ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.




                                          ძაღლი
ძაღლი (Canis) — ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, კუდისა — 20-50 სმ, მასა 6-80 კგ აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით, ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს, ყურძენს და სხვ. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს. გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისაახალი ზელანდიისა,მადაგასკარისალულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში ცხრა სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვახდება 2 (მგელი და ტურა). ძაღლის გვარს მიეკუთვნება შინაური ძაღლი (C. familiaris), რომლის წინაპარია მგელი.



                                              კატა
კატა (Felis), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა (ტყის, ველის კატა) ან საშუალო და მოზრდილი (ფოცხვერიპუმა) ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგანსაქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.






                                                           ჟირაფი

ჟირაფისებრნი (Giraffidae), მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაშისაპარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს – სხვადასხვა ნაკეთობისათვის.
ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.



                                                            ზებრა
ზებრებიცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურდასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.


                                          










                                                                ჯიხვი
ჯიხვი — დიდი ზომის თხა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვიალდ შინაურდება. ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდკავკასიონზე.



   


               
                                                              მარტორქა
ბეწვიანი მარტორქა (Coelodonta antiquitatis) — ამომწყდარი კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვარი მარტორქისებრთა ოჯახისა. ხშირი ბეწვით დაფარული მასიური სხეულის სიმაღლე მინდაოში 2 მ.-ს აღემატებოდა. კისერზე ჰქონდა ცხიმოვანი კუზი, თავზე 2 რქა: წინა (1 მ-მდე სიგრძის) — დინგზე, უკანა (ბევრად მოკლე) — შუბლზე. ცხოვრობდა გვიანდელიპლეისტოცენში მთელ ევროპაში (უკიდურესი სამხრეთის გარდა). აღმოსავლეთ ციმბირის გაყინულ ქანებში აღმოჩენილია ბეწვიანი მარტორქის ძვლები და რამდენიმე მურაბეწვიანი ლეში. ორი ლეში (უბეწვო) დაპოვნია დასავლეთ უკრაინაში ნავთობით გაჟღენთილ თიხიან ქვიშებში. იქვე აღმოჩნდა მათი საკვების ნარჩენებიც — ნაძვისსოჭის, ლარიქსის წიწვები, ძეწნის, წითელი მოცვის, მარცვლოვნების ფოთლები. ბეწვიანი მარტორქაზე ნადირობდა ძველი ქვის ხანის ადამიანი, რასაც მოწმობს კლდეზე შემორჩენილი გამოსახულებანი.
ბეწვიანი მარტორქა



                                                            სპილო


სპილოსებრნი (Elephantidae) ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები არიან. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა -4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. ოჯახობა სპილოს ორი სქესის სამ სახეობასა მოიცავს.
აფრიკული სპილოები, Loxodonta
აფრიკული სავანის სპილო, Loxodonta africana
აფრიკული ტყის სპილო, Loxodonta cyclotis
ინდური სპილოები, Elephas
ინდური სპილო, Elephas maximus
დანარჩენი სახეობები, მათ შორის, მამონტები (Mammuthus), გამყინვარების პერიოდში ამოწყდნენ, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინათ დასრულდა. ვარაუდობენ, რომ სპილოები მეოთხეულ პერიოდში გაჩნდნენ. სპილოებზე ნადირობენ მათი ეშვების მოსაპოვებლად, რომელიც მორთულობებსა და სამკაულებში გამოიყენება. სპილოსებრთა საბოლოო გადაშენებისგან დასაცავად, ისინი საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანეს. ინდური სპილოები ადვილი გასაწრთვნელია. მათ ტრანსპორტის სახითაც გამოიყენებენ რთულად მისადგომ ადგილებში მორების გადასაზიდად. ინდურ სპილოს შევხვდებით ცირკშიც. აფრიკული სპილოები არ იწრთვნება.

Afrikanischer Elefant, Miami.jpg