ფრინველები

                                                                  არწივი

არწივი (Aquila), ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა.. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვიტარებულია, ფრთები - გრძელი და განიერი, ბოლო - მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაშიაფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებშიველებზენახევრად უდაბნოებშიუდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზეკლდეებზე ან მიწაზე. დებს 1 - 3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40-45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივსათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივიმყინვანი არწივიბეგობის არწივიველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმოფრენი სახეობები.


                                                           


                                                               ქორი
ქორის არის საშუალო ზომის მტაცებელი ფრინველი. იგი ჩვეულებრივ Accipiter სახეობას ეკუთვნის. ქორი არის უმთავრესად ტყიანი ადგილების ბინადარი მტაცებელი ფრინველი. მას აგრეთვე გრძელი კუდი აქვს. სანადიროდ წვრთნიან და ნადირობენ ხოხობზე ტყის ქათამზე, იშვიათად იხვზე.
დადებული სურათი       


                                                            იხვები 


იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვებიყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos),წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.
შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.
იხვები


                                                                  ფლამინგო


ფლამინგო – ფრინველთა ქვერიგი ლაკლაკისნაირთა რიგისა. მათი სიგრძე 90-120 სმ, მასა 2.5–4.5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად, გრძელი კისერი და ფეხები. ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული შავია. ქვერიგში 1 ოჯახის 6 სახეობაა. კასპიის ზღვისჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცენტრალურ ყაზახეთის მლაშე ტბებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ფლამინგო(phoenicopterus roseus). ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე. დებს 1-2 (არაუმეტეს 3) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 30-32 დღე–ღამე. მართვეებს მშობლები 2 კვირას ამონათხევით კვებავენ, შემდეგ დამოუკიდებლად იკვებებიან.
Flamingo National Zoo.jpg


                                                              მიმინო
მიმინო (ლათ. Accipiter nisus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. დედალი ტანად მამალზე დიდი. მიმონის სხეულის სიგრძე 31-41 სმ, მასა 150-275 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ არის ტუნდრის ზონაში.
საქართველოში ბინადრობს, ბუდეს ხეზე იკეთებს. 4-5 კვერცხს დებს. 31-33 დღე-ღამეს კრუხობს. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს (ქულებს) მამალი აჭმევს. მიმინო იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით (ორნითოფაგია), აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით. დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მიმინოს შევარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ. წვრთიან მართვეს
Accipiter nisus kill.jpg


                                                                  ბეღურა
ბეღურა (Passer), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. რამდენიმე სახეობა სინანთროპულია. იკვებებიან მარცვლეულით, ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ. გვარში გაერთიანებულია 16 სახეობა. დასახლებულ პუნქტებში (ჩრდილოეთისა დანაწილობრივ შორეული აღმოსავლეთის გარდა) გავრცელებულია სახლის ბეღურა (Passer domesticus), რომელიც ზოგან, განსაკუთრებით სამხრეთში, გარკვეულ ზიანს აყენებს მარცვლეულ კულტურებს, გადააქვს სხვადასხვა მავნებლები და შინაური ფრინველების დაავადების გამომწვევნი.ფართოდაა გავრცელებული მინდვრის ბეღურა (Passer montanus). იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით, რითაც საკმაო სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის, თუმცა ზოგჯერ მარცვლეულის ნათესებსაც აზიანებს. შუა აზიაში დიდი რაოდენობითაა ესპანური ანუ შავგული ბეღურა (Passer hispaniolensis), რომელიც ამიერკავკასიაშიც გვხვდება.
House sparrowIII.jpg

                                 
                                                          ხოხობი

ხოხობი (Phasianus), დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში დაჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.


                                                   
                                                            
Male and female pheasant.jpg



                                                                 ყვავი
ყვავი
ბეღურასნაირთა რიგის ორი ფრინველის კრებითი სახელწოდება. შეფერილობის მიხედვით არჩევენ რუხ ყვავს (Corvus cornix) და შავ ყვავს (Corvus corone). მათი არეალების სასაზღვრო ზონებში გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები. ყვავის სხეულის სიგრძე 44-56 სმ აღწევს, ბინადრობს ევროპაში, აზიასა (გარდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისა) და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში (ნილოსის შესართავი). საქართველოში ბინადრობს და ფართოდაცაა გავრცელებული რუხი ყვავი, შავი ყვავი კი შემჩნეულია მხოლოდ შემოფრენისას. ზამთარში ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები უფრო სამხრეთით ნობადობენ. ყვავი პოლიფაგია (ყოვლისმჭამელი).

Corvus corax (FWS).jpg


                                                             მერცხალი

მერცხლისებრნი (Hirundinidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-23 სმ აღწევს. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის გარდა. ცნობილია 79 სახეობა. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 7 სახეობა, რომლებიც ზამთრობენ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობუდარი გადამფრენია: ქალაქის მერცხალი (Delichon urbica), სოფლის მერცხალი (Hirundo rustica), მენაპირე მერცხალი (Riparia riparia), მთის მერცხალი (Ptyonoprogne rupestris),წელწითურა მერცხალი (Hirundo daurica). მერცხლისებრთა ბუდეს ნახევრად სფეროსებური ან ბრტყელი მათარის ფორმა აქვს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი ხის ფუღუროში ბუდობს. ხშირად ქმნიან კოლონიებს. მერცხლისებრნი იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ. მხოლოდ 1 სახეობა ჭამს ღვიისკენკრას.


Tachycineta bicolor



                                                გვირგვინოსანი წერო

გვირგვინოსანი წერო (Balearica pavonina), ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. სხეული რუხი ფერისა აქვს, ფრთები - შავი, თეთრგარეული, თავზე მარაოს მსგავსად აქოჩრილი მოჩალისფრო-თეთრი გვირგვინი ადგას. ფეხები და ნისკარტი შავი აქვს. გვირგვინოსანი წერო მობინადრე ან ნახევრად მობინადრე ფრინველია. ბუდობის დროს წყვილებად ცხოვრობს. დებს 2 კვერცხს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ლოკოკონებით, მწერებით, ჭიებით, აგრეთვე მცენარეთა თესლით და მწვანე ნაწილებით. კარგად იტანს ტყვეობას.


ფაილი:280px-Crested heron.jpg


     
                                                             გედი
გედები (Cygnus), ფრინველები იხვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში: Cygnus და Chenopsis პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ამერიკაში; მეორე გვარში შედის 1 სახეობა - შავი გედი, რომელიც ავსტრალიასა და ტასმანიაში ბინადრობს. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედი და მყივანი გედი.მონოგამები არიან. მამალი ეხმარება დედალ ბუდის შენებაში. დებენ 5-7 (12-მდე) კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. იკვებებიან მცენარეული საკვებით და წყლის უხერხემლო ცხოველებით. ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გამოსადეგია გედების ბუმბული და ხორცი. სისინა გედს აშინაურებენ.


SwansCygnus olor.jpg




                                                              კოლიბრი
ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრია. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2გრამზე მეტს იწონის. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან – ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან – ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს. ახლა კოლიბრის ნისკარტი ვნახოთ: ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაა, რომ მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. აბა გაბედონ და თავს დაესხან! იმ წუთში თვალებს გამოკორტნის მტაცებელს. კოლიბრის საკვები ყვავილის ნექტარი, თაფლი, ბუზები, პეპლები და პატარა ხოჭოებია.
                                         

     



                                                                  ყორანი     

ყორანი (Corvus corax), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ფერად შავი, ლურჯი ან მწვანე, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ყველგან გვხვდება, მჭიდროდ დასახლებული ადგილების გარდა. ზამთარში მცირერიცხოვანი გუნდებით ნომადობს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, მდინარის ციცაბო ნაპირზე, მაღალ შენობაზე (ზოგჯერ იმავე ბუდეს თაობებიც იყენებენ). დებს 4-5 (7-მდე) კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამეს. პოლიფაგია, მაგრამ ძირითადად მძორით იკვებება.


ფაილი:Corvus corax (FWS).jpg



                                                                       სვავი




სვავი (Aegipius monachus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ტანად დიდია. ს. 100-110 ცმ., ფ.ს. 250-295 სმ., წონა 7-12 კგ. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ვერტიკალურად ზღვის დონიდან 3300 მ-მდე ადის. ბინადრობს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. საქართველოში ცხოვრობს მთებში, ზეგნებსა და ღია ადგილებში.
ევრაზიაში გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება. თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და არე თვალის გარშემო, რომელიც შავია.
ჰაერში ორბისგან განირჩევა შედარებით გრძელი, სოლისებური კუდით, მუქი შეფერილობით და ფრთების მდგომარეობით, რომლებიც სვავს თითქმის ერთ დონეზე უჭირავს, ორბს კი ოდნავ ზემოთ აქვს აწეული.
მძორისმჭამელ ფრინველთა შორის სვავი ერთ-ერთი უიშვიათესია. ბინადრობს დაბლობში, თუმცა არც თუ იშვიათად მთაშიც გვხვდება.
სვავები მუდმივ წყვილებს ქმნიან. ბუდეს იკეთებენ ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. დედალი სვავი მარტში ერთ კვერცხს დებს. ინკუბაცია 55 დღეს გრძელდება. კრუხობს ორივე „მშობელი“ მორიგეობით. სვავები მძორით იკვებებიან, დიდრონ ძვლებსაც ყლაპავენ და კარკად ინელებენ, იშვიათად ცოცხალ ცხოველებსაც (მღრღნელებიხვლიკებიკუბატკანი და მისთ.) ეტანებიან. გამაძღარ სვავს ფრენა უჭირს. დაბალი რეპროდუქციის გამო მეტად მცირერიცხოვანია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“

ფაილი:Eagle beak sideview A.jpg