ქვეწარმავლები

                                                               გველი

გველები (Serpentes ან Ophidia) ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.
გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არა აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა

ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix) 
ანკარა


                                                        ზღვის ხვლიკი
ზღვის ხვლიკი (Amblyrhynchus cristatus), ქვეწარმავალი იგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული კუდი და თითებს შორის საცურაო აპკი აქვს. ზურგსა და კუდზე წვეტიანი და წაგრძელებული ქერცლის ტროპი გასდევს. ზღვის ხვლიკი გალაპაგოსის კუნძულების ენდემია. ბინადრობს ზღვის მოქცევის ზოლში. დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებს, კარგად დაცურავს. იკვებება წყალმცენარეებით. ერთადერთ თანამედროვე ხვლიკია, რომელიც საკვებს ზღვაში მოიპოვებს. ახასიათებს პოლიგამია — გამრავლების პერიოდში ზღვის ხვლიკები ქმნიან ჯგუფებს, რომლებიც 2-10 დედლის, ახალი თაობისა და ერთი მამლისაგან შედგება. დებს 1-3 კვერცხს.


                                          გომბეშოსებრი ხვლიკი
გომბეშოსებრი ხვლიკიფრინოზომა (Phrynosoma), ხვლიკების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. სხეული დაფარული აქვს მსხვილი ქერცლით, ხოლო თავის ორივე მხარე და კეფა — მსხვილი რქისებრი ქაცვებით. გვარში 15 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობენ უდაბნო და ნახევრად უდაბნო ვაკეებსა და ზეგნებზე. იკვებებიან მწერებითა და ობობებით. მრავლდებიან კვერცხებით. გომბეშოსებრი ხვლიკების ტიპური წარმომადგენელია 11-13 სმ სიგრძის ფრინოზომა (Phrynosoma cornutum). საფრთხის დროს ფრინოზომა ირინდება ან შემაშინებელ პოზას იღებს. ძლიერი აგზნებისას მას თვალებიდან და ცხვირიდან სისხლის წვეთები სცვივა, რისი მიზეზიც თავში სისხლის წნევის მომატებაა.


                                               სომხური ხვლიკი

სომხური ხვლიკი (ლათ. Darevskia armeniaca) — ხვლიკების გვარი, ხვლიკისნაირთა რიგიდან. სინონიმი Lacerta armeniaca (Méhely, 1909), ადრე გვარი შედიოდა მწვანე ხვლიკების ოჯახში. პარტენოგენური სახეობაა, ყველა წარმომადგენელი მდედრია. ბინადრობს სომხეთშისაქართველოსა და აზერბაიჯანში. რაოდენობა სტაბილური და მაღალია
Armenischegebirgseidechse-02.jpg