ჰაერი

                                                                ჰაერი

ჰაერი სხვადასხვა აირის ნარევია. დედამიწის ზედაპირის მახლობლად არსებული მშრალი ჰაერის მთელი მასის ~78% აზოტია, ~21% — ჟანგბადი, 0.03% — არგონი, 0.03% —ნახშირბადი. სხვა აირების — წყალბადისნეონისჰელიუმის და სხვა რაოდენობა ძალიან მცირეა.
ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს. ჰაერი, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადისაგან შედგება. იგი, ასევე მცირე რაოდენობით კეთილშობილ აირებსა და ნახშირბადის დიოქსიდსაც შეიცავს. ამას ემატება ჭვარტლისა და მტვრის მყარი ნაწილაკები.
ჰაერი ყველგანაა, მაგრამ არ ჩანს. მის არსებობა მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როცა ქარი უბარავს. ქარი მოძრავი ჰაერია. იგი ყველგან და ყველა მიმართულებით ვრცელდება. როცა ჰაერი თბება, ფართოვდება და მეტ სივრცეს იკავებს. ცხელი ჰაერი ცივზე უფრო მსუბუქია. ამიტომ მაღალა ადის. საჰაერო ბურთი მაღლა იმიტომ ადის, რომ ჰაერი ბურთის შიგნით უფრო თბილი და მსუბუქია, ვიდრე მის გარშემო. გაზის ქურა ჰაერს ათბობს და ცხელი ჰაერი ბურთს მაღლა წევს.
როცა ქურა გამორთულია ჰაერი ცივდება და ბურთი მიწაზე ეშვება. ზოგჯერ ჰაერი საგნებს სითბოს უნარჩუნებს. შალის ტანსაცმელი თბილია, რადგან მის ბოჭკოებს შორის ბევრი ჰაერია. ფრინველები ზამთარში ბუმბულს იჩეჩენ, რომ შიგ ბევრი ჰაერი დაიგროვონ და თბილად იყვნენ.