მწერები

                                                                    პეპელა

                                 
ადმირალი (პეპელა)

ადმირალი (Pyrameis atalanta) — დღის პეპელა ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 5-6 სმ. წინა ფრთები ზემოდან შავია, წვერზე თეთრი კოპლები და ირიბი წითელი ზოლი აქვს. უკანა ფრთებიც შავია და კიდეზე წითელი ზოლი გასდევს. დაფრინავს ივლის-სექტემბერში, გამოზამთრებული პეპელა — გაზაფხულზე. გავრცელებულია ევროპასადა აზიაშისაქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ადმირალის მუხლუხი ბინადრობს ჭინჭარსა და ნარშავზე. კულტურულ მცენარეებს არ აზიანებს.
ფაილი:Admiral-06-2009-001.jpg


                                                  მკვდართავა (პეპელა)
მკვდართავა (Acherontia (Manduca) atropos), პეპელა სფინქსისებრთა ოჯახისა. სხეული 6 სმ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი 13 სმ-მდე. მუქ მურა. ზურგზე ქალას მსგავსი ნახატი აქვს (აქედან სახელწოდება). გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში. დასავლეთ საქართველოში მკვდართავა აზიანებს ბატატს, აფხაზეთში — კარტოფილს. მკვდართავას პეპელა ზოგჯერ სკაში შედის და თაფლით იკვებება. მუხლუხოები (15 სმ-მდე სიგრძისა) იკვებებიან უმთავრესად ძაღლყურძენასებრთა (მ. შ. კარტოფილის) ფოთლებით.



Acherontia atropos bl.jpg



                                            ამერიკული თეთრი პეპელა

ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea), პეპელა დათუნელების ოჯახისა. აზიანებს 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს, უმთავრესად თუთის ხესა და ხეხილს, მუხლუხი ღრღნის, შემდეგ კი მთლიანად ჭამს ფოთოლს, ხოლო ტოტებზე აბლაბუდას აბამს. ამერიკული თეთრი პეპელა წელიწადში იძლევა ორ თაობას. გავრცელებულია ევროპაში და იმიერკარპატეთის ოლქში. საქართველოში არ გვხვდება.


Hyphantria cunea, adult.jpg


                                               



                                                         ფუტკარი


ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.
ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.
ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.
მეფუტკრეობის ტექნიკა და სკების მოწყობილობა საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები - ცენტრიდანული ტაფლსახდელი და განსაკუთრებით, ჩარჩოიანი სკა სულ რაღაც ასი წლის წინ შემოვიდა. კიდევ უფრო გვიან დაიწყო ფუტკრებში საჯიშე სამუშაოები - შერჩევას უხსოვარი დროიდან აწარმოებდა ადამიანი შინაურ ცხოველებში. ახლა უკვე ფუტკრების მოშენება-გამრავლებაშიც იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას. ეს კი მეცხოველეობისათვის დიდი ხანია ნაცნობია.
ბოლო დროს, მეფუტკრეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ფუტკრისებრთა ოჯახის შესწავლას, ამ ოჯახში რამდენიმე სახეობის ფუტკარი და ბზიკი ერთიანდება. არსებობს მარტოხელა ფუტკრის მრავალი სახეობა, მისი ნახვა ტყეში, ყვავილის მტვრის შეგროვებისას შეიძლება, ზოგიერთი მათგანი თაფლის ფუტკარზე ცოტა პატარაა (მაგ. მიწის ფუტკარი ანდრენი) ზოგი კი სულ ნამცეცა (გალიკტი). სამხ. ამერიკაში გავრცელებულია მეკიპონი. ევროპაში გავრცელებულია ფრანგული თაფლის ფუტკარი, რომლის მონათესავეა ქართული რუხი ფუტკარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშისაა.
მე მინდა შემოგთავაზოთ, ჩემ მიერ შეგროვებული მონაცემები ქართული ფუტკრის შესახებ, მის დაავადებებზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე.